ფეხბურთი

14:20 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოზილს „არსენალში“ დარჩენა სურს

„არსენალის“ გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა განაცხადა, რომ ბედნიერია ლონდონურ კლუბში ყოფნით და მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან კამათი არ მოსვლია - წერს Sky Sports.

„მინდა თუ არა „არსენალში“ დარჩენა? რა თქმა უნდა. ჩემი კონტრაქტი მხოლოდ ორი წლის შემდეგ იწურება და ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში, თუმცა დრო მაქვს. ახლა 30 წლის ვარ და რამდენიმე წელიწადს კიდევ შევძლებ უმაღლეს დონეზე თამაშს. თუმცა, ყველაფერი კლუბის გადასაწვეტია.

ემერისთან კამათი არ მომსვლია. კარგა ხანია ამაზე საუბრობენ, მაგრამ გუნდში ხომ ყველამ იცის, რომ საქმე სხვაგვარადაა. ცხადია, არ მომწონს მცირე სათამაშო დრო რომ მეძლევა, მინდა ყოველ მატჩში ვითამაშო, მაგრამ, რა გაეწყობა, ეს ფეხბურთია.

მიმდინარე სეზონში იოზილმა „არსენალის“ მაისურით 31 მატჩი გამართა, 6 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

0.118137