„ბარსელონას“ მთავარვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:0), ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.
„ბოლო მომენტში დემბელეს უნდა გაეტანა, მაშინ „ენფილდზე“ საქმე უფრო გაგვიიოლდებოდა. თუმცა 3:0-იც მშვენიერი შედეგია. „ლივერპულის“ ჩქაროსნულ და ათლეტურ ფეხბურთს გავუმკლავდით. „ბარსელონა“ არ არის ჩვეული უბურთოდ თამაშს, ამიტომ წარმატებისთვის ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიხდა. სამუშაო კი ჩინებულად შევასრულეთ.“ - ციტირებს არგენტინელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ მესიმ „ლივერპულთან“ შეხვედრაში დუბლი მიითვალა.