მარსელის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი სკანდალური გამონათქვამებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდებოდა არასდროს.
ახლაც ასეა - ლიონელ მესის „ლივერპულთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ იტალიელმა თავდამსხმელმა ინსტაგრამზე გულშემატკივარებს სთხოვა, რომ მესი კრიშტიანუ რონალდუს არ შეადარონ.
„ფენომენი, ფეხბურთის გულისთვის გთხოვთ აღარ შეადაროთ „იუვეს“ მე-7 ნომერს“, - დაწერა ბალოტელიმ.