ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა მაროკოს დედაქალაქ რაბათში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ნახევარფინალში ითამაშებს.
კალაშნიკოვამა და ესპანელმა ხეორხინა გარსია პერესმა დღეს ბრიტანელები – ჰარიეტ დარტი და იოჰანა კონტა დამაჯერებლად – 6:0, 6:2 დაამარცხეს და ფინალის საგზურისთვის რუმინელ ანა ბოგდანსა და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას გაეჯიბრებიან.