ფეხბურთი

19:45 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკერ კასილიასმა ვარჯიშზე ინფარქტი მიიღო

პორტუგალიური „პორტუს“ მეკარე იკერ კასილიასი გულის შეტევით საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია „დრაკონების“ ვებგვერდმაც დაადასტურა.

იკერმა დილის ვარჯიშზე გულის შეტევა მიიღო და როგორც Goal-ი იტყობიება, სასწრაფო ოპერაციაც ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„იკერ კასილიასმა ვარჯიშზე ინფარქტი განიცადა. საწვრთნელი პროცესი დაუყოვნებლივ შეჩერდა მეკარის პრობლეის გამო, რომელიც ამჟამად პორტუს საავადმყოფოშია. კასილიასი ახლა კარგადაა და გულის პრობლემა მოგვარებულია“, - წერს „პორტუს“ ვებგვერდი.

გავრცელებული ინფორმაციით, კასილიასის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ მიმდინარე სეზონში მისი თამაში გამორიცხულია.

0.117022