გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ტიტულის გარეშე დარჩნენ. ბელგიის თასის ფინალში „გენტი“ „მეხელენს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
32-ე წუთზე დომპეს გოლით იეს თორუპის გუნდი დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში გაუშვა პირველი გოლი, ხოლო 62-ე წუთზე მერას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და „მეხელენმა“ ბელგიის თასი მოიგო.
სეზონის უმთავრეს მატჩში არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ტრავმირებულია, ხოლო გიორგი ქვილითაია 90 წუთის განმავლობაში გაისარჯა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ დაიხსნა.
ამრიგად, „გენტის“ ქართველებმა ბელგიურ კარიერაში სადებიუტო ტიტულის მოგების ჩინებული შანსი დაკარგეს.