კალათბურთი

15:12 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილოუკმა“ ანგარიში გაათანაბრა, „გოლდენ სტეიტმა“ მეორე შეხვედრაც მოიგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

„მილოუკმა“ შინ „ბოსტონს“ 123:102 აჯობა და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა.“მილოუკმა“ კლუბის რეკორდი დაამყარა და პლეი ოფის მატჩში პირველად 20 სამქულიანი ჩააგდო. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „ბაქსმა“ 39:18 მოიგო. „ბოსტონის“ ლიდერმა კაირი ირვინგმა მხოლოდ ცხრა ქულა ჩააგდო, მან 18 სროლიდან მხოლოდ ოთხი გამოიყენა. ვისკონსინელებს შორის საუკეთესო იანის ადეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი შესძინა. კრის მიდელტონს 28 ქულა ჰქონდა. სერიის მესამე შეხვედრა ბოსტონში 4 მაისს გაიმართება.

“გოლდენ სტეიტმა“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონი“ 115:109 დაამარცხა. მატჩის სტარტზევე „მეომრებმა“ უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრის ბოლომდე ჰიუსტონელები მდევრის როლში გახლდნენ. 29-29 ქულით ჰარდენი და დურანტი გამოირჩნენ. ტომპსონი -21 ქულა, კარი -20 ქულა. სერიას „გოლდენ სტეიტი“ 2:0 იგებს. მომდევნო შეხვედრა ტეხასში 5 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

მილოუკი“ – „ბოსტონი“ 123:102 (25:30, 34:25, 39:18, 25:29)

https://www.youtube.com/watch?v=hBnl8q1Sonw

„გოლდენ სტეიტი“ – „ჰიუსტონი“ 115:109 (29:20, 29:29, 24:26, 33:34)

https://www.youtube.com/watch?v=xs1sW6V3QV8

0.244178