კალათბურთი

14:46 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ ბოქოლიშვილი: ექსპერიმენტების დრო გვქონდა

დინამოს და საქართველოს ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი ბოლო წლებში უმატებს, ნაკრების უცვლელი წევრი გახდა.

მშრომელი მოთამაშე, რომელსაც მწვრთნელები თუნდაც, არასტაბილური გამოსვლის დროს ბოლომდე ენდობიან.ეს დასაფასებელია.

ბოქოლიშვილი ამ რეგულარულში დინამოს საუკეთესო ასისტენტი იყო და დაცვაშიც მაქსიმუმს აკეთებდა. ანუ, მაქსიმუმს, რასაც მას მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია თხოვდა.

ფლეი ოფის პირველ წრეში მოქმედი ჩემპიონი დინამო თსუ-ს ხვდება.

სეზონზე.

მერაბ ბოქოლიშვილი: დინამოს ჰქონდა კარგი და ცუდი ეპიზოდები. ეს ნორმალურია. გუნდი ბევრი ახალი მოთამაშით შეივსო და აკლიმატიზაციისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო. ფლეი ოფში თამაში საკმაოდ ადრე გავინაღდეთ და დარჩენილ შეხვედრებში მწვრთნელებმა დრო ყველას მისცეს. იყო ექსპერიმენტების დროც.

თსუ-ს წინააღმდეგ სერიაზე.

მ.ბ: ჩემი აზრით, თსუ ამ რეგულარულის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შემადგენლობით, პერსპექტივით. შესაბამისად, საკმაოდ რთული სერია იქნება. ორივე კლუბისთვის. ყველა ეპიზოდში, ყველა თამაშში ყურადღებით უნდა შევასრულოთ მთავარი მწვრთნელის დავალება. ეს აუცილებელია. დინამოსთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.

0.115038