თბილისში მზიურის კორტებზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის. ორივე შეჯიბრის საპრიზო ფონდი 15-15 ათასი დოლარია.
ქალთა საკვალიფიკაციო ტურნირში 4 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, რომელთაგან მიზანს მხოლოდ ბარბარე ერისთავმა უწია, ეკატერინე ჟორჟოლიანი, თამარ ჭალაგანიძე და ანა ქადაგიძე კი ასპარეზობას გამოეთიშნენ.
პირდაპირ ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი მარიამ დალაქიშვილი, ლანა კენჭიაშვილი, ზოზია ქარდავა, ნინო ნაცვლიშვილი და ანა შანიძე.
ვაჟთა ტურნირზე კვალიფიკაცია ვერ გაიარეს ლუკა ქორიძემ, ბექა ვინსტონმა, ჰეორჰი მაღლაკელიძემ, ლაშა გიორგი კიკვიძემ, გუგა თავაძემ, დავით ასათიანმა, ჯორჯ ლუკას ხარატიშვილმა, ალექსანდრე ანდღულაძემა და დავით ჭელიძემ. უფრო მეტიც, 9 ჩვენებურიდან 1 მატჩის მოგებაც კი ვერავინ მოახერხა.
ძირითად ბადეში პირდაპირ დაუშვეს მიხაილო კვანტალიანი, ზურა ტყემალაძე, ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ირაკლი მეტრეველი და საბა ფურცელაძე, თუმცა, ამ უკანასკნელმა საწყის შეხვედრაში უკვე წააგო ისრაელის წარმომადგენელ შაჰარ ელბაზთან – 6:3, 3:6, 1:6.