კალათბურთი

12:43 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ფინალის მე-2 მატჩი წააგო

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში “ალ რიადთან” 75:95 წააგო. შედეგად, დაპირისპირებაში ანგარიში საყაიმო გახდა – 1:1.

ქართველი კალათბურთელი ბეირუთელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 18 წუთში 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ცქიტიშვილმა ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
ლიბანის ჩემპიონატის ფინალი ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო შეხვედრა კი დღეს ჩატარდება.

0.107664