„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, სადიო მანემ, მისი მადრიდის „რეალში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან.
„რეალში“ გადასვლა? მგონი, ბიჭებო, თქვენ წერთ ამას, მე და ჩემი მეგობრები კი ვკითხულობთ. პატივს ვცემ ესპანურ პრიმერას, მაგრამ პრემიერლიგაც დიდებული ტურნირია და ყველა ფეხბურთელს სურს იქ თამაში.“ - ციტირებს სენეგალელის სიტყვებს Daily Mail.
ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს რვათვიანი პაუზის შემდეგ „სამეფო კლუბში“ დაბრუნებულ ზინედინ ზიდანს ძალიან სურს მანეს თავის გუნდში ხილვა. თუმცა, სხვა წყაროების მიხედვით, მერსისაიდული კლუბი მანესთან განშორებას არ აპირებს.