ფეხბურთი

10:17 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი“ ობლაკისთვის 120 მილიონს ამზადებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტრ იუნაიტედი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარის, იან ობლაკის შეძენას შეეცდება და მასში 120 მილიონი ევროს გადახდას აპირებს - გვამცნობს ESPN. 26 წლის სლოვენიელის მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მეკარის, დავიდ დე ხეას სათამაშო ფორმით. ესპანელმა ბოლო დროს იოლი ბურთების გაშვებას მოუხშირა.

დე ხეას მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. თუმცა ხელშეკრულების გაგრძელებაზე კლუბთან ვერ თანხმდება.

0.114365