ფეხბურთი

9:45 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი: „ვიცით, რომ „ბარსელონასთან“ მძიმე მატჩი იქნება“

„ლივერპულის“ მცველმა, ენდრიუ რობერტსონმა, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მძიმე შეხვედრას ელის, თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან.

„ძალიან რთული მატჩი იქნება. „ბარსელონას“ შემტევთა შესანიშნავი ტრიო ჰყავს და რაც მთავარია, იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს.

დაცვაში იდეალურად უნდა გავირჯეთ. თავადაც შეგვიძლია მეტოქეს პრობლემები შევუქმნათ. ჩენც გვყავს თავდამსხმელთა მშვენიერი სამეული.

ნახევარფინალში თამაში კარგია. ვიცით, რომ მძიმე მატჩი იქნება, მაგრამ საკუთარი თავის იმედი გვაქვს.“ - უთხრა შოტლანდიელმა უეფას პრესსამსახურს.

0.130047