ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „აიაქსთან“ (0:1) წაგების შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი ჯერ არ მომკვდარა და თამაშში რჩება. არგენტინელს სჯერა, რომ „მამლებს“ ჰოლანდიაში გამარჯვება შეუძლიათ.
„პირველ ტაიმში „აიაქსმა“ უფრო ენერგიულად ითამაშა და ჩვენთვის თამაში რთული იყო. გაშვებული გოლის შემდეგ თამაში დავიწყეთ, მეორე ტაიმში საგოლე მომენტებიც შევქმენით. ჩვენ ცოცხლები ვართ, ეს მხოლოდ 1:0-ია, უნდა გვჯეროდეს, რომ ამსტერდამში გამარჯვება შეგვიძლია.
სამი ცენტრალური მცველი? ალბათ შეცდომა იყო ამ სისტემით თამაში, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვქონდა. არ ვარ კმაყოფილი, არ ვიცი, რა მოხდებოდა სხვანაირად რომ დაწყებული შეხვედრა, მაგრამ თავიდან ნაკლებად ენერგიულად ვითამაშეთ“, - აღნიშნა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „ტოტენჰემის“ საპასუხო მატჩი 8 მაისს, ამსტერდამში გაიმართება.