საქართველოს ნაკრებისა და „გორნიკის“ ქართველი ფეხბურთელი ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ჟაბრჟელებმა „ზაგლებიე“ 4:0 გაანადგურეს, ხოლო ჩვენებურმა მაღალ დონეზე ითამაშა და ამასთან, თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ ვაკო პოლონეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო 11-ეულში მეორედ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გვილია „გორნიკს“ იანვარში შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.