სეულში გამართულ ხმლით მოფარიკავეთა გრან პრის შემდეგ, FIE-ს რეიტინგში ცვლილებები მოხდა.
16 საუკეთესოთა შორის დაბრუნდა სანდრო ბაზაძე. მან რეიტინგში მხოლოდ ერთი პოზიციით წინ წაიწია, მაგრამ ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც მოახლოებულ მნიშვნელოვან ტურნირებში ქართველი მოფარიკავე უკვე განთესილთა შორის იქნება.
ერთი პოზიციით უკან დაიწია ბექა ბაზაძემ. ის 53-ეა და ერთი ადგილით უსწრებს მიხეილ მარდალეიშვილს, რომელიც სეულის გრან პრიმდეც ამ ადგილზე იყო.
ქალთა შორის სამი საფეხურით დაქვეითდა ლიკა ჯიჯეიშვილი და ახლა 78-ეა, თეოდორა კახიანი კი 24 ადგილით ზევით ავიდა და 129-ე ადგილზეა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური