ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ მაროკოს დედაქალაქ რაბათში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
კალაშნიკოვამა და ესპანელმა ხეორხინა გარსია პერესმა ჰოლანდიელები ლესლი კერკჰოვე და ბიბიან შუფსი 6:2, 6:2 დაამარცხეს, მომდევნო რაუნდში კი ბრიტანულ დუეტთან (ჰარიეტ დარტი-იოჰანა კონტა) დაპირისპირება ელით.