ჭადრაკი

17:17 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შანავამ ირანული ტურნირი მოიგო

ირანის ჩრდილოეთის ქალაქ კაემშეჰრში (მაზანდარანის პროვინციაში) გამართული ტურნირი (1st Ghaem Cup International Chess Festival-Masters) საერთაშორისო დიდოსტატ კონსტანტინე შანავას (2521) ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა.

შანავამ, რომელიც მე-4 განთესვით ირჯება, 9 ტურში 7.5 ქულა დააგროვა და ერთი ქულით გაასწრო უახლოეს კონკურენტებს.
ტურნირზე მოთამაშე მეორე ქართველმა მონაწილე დავით ლომსაძემ 4.5 ქულა მიითვალა და დამატებითი მაჩვენებლებით 24-ე შედეგი დააფიქსირა.

0.132284