ფეხბურთი

14:55 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ოქსლეიდ-ჩემბერლენს კონტრაქტს გაუგრძელებს

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი უახლოეს ხანში კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს -გვამცნობს Daily Mail. გამოცემის ინფორმაციით, მერსისაიდელთა ხელმძღვანელობა 25 წლის ნახევარმცველს, კონტრაქტს ერთი წლით გაუგრძელებს. პირობები კი იგივე დარჩება. ჩემბერლენის ანაზღაურება კვირაში დაახლოებით 140 ათასი ევროა.

შეგახსენებთ, რომ შარშან აპრილში, „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ალექსმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ ეთამაშა. მინდორს ის პრემიერლიგის გასულ ტურში დაუბრუნდა „ჰადერსფილდთან.“ (5:0).

0.115128