„რეალი“ მზადაა ნორვეგიელი ნავუნდერკინდალი მარტინ ედეგორი „აიაქსს“ ორწლიანი იჯარით დაუთმოს. „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა 20 წლის ნორვეგიელის გაყიდვას არ აპირებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ჯერ კიდევ გამოადგებათ.
„ჩემი მიზანი დაბრუნებაა. ვფიქრობ, რომ ბოლო დროს უკეთ ვთამაშობ. თავდაჯერებაც მომემატა. სეზონის „ვიტესში“ დასრულება მსურს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაც ძალიან მინდა.“ - უთხრა ედეგორმა De Telegraaf-ს.
ამჯერად ედეგორი მერაბ ჟორდანიას ყოფილ კლუბში იჯარით თამაშობს. მიმდინარე სეზონში „ვიტესის“ მაისურით 33 მატჩი ითამაშა და რვა გოლი გაიტანა.