ჩოგბურთი

20:47 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა გერმანიის ქალაქ ვისბადენში მიმდინარე 60-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილი შაფათავა პირველ წრეში უნგრელ აგნეშ ბუკტასთან 4:6, 0:1 მარცხდებოდა, როდესაც თამაში ვეღარ გააგრძელა.
თუკი კორტზე გასვლა შესძლო, სოფო წყვილთა შეჯიბრშიც არის დარეგისტრირებული. მას და უზბეკ აკგულ ანანმურადოვას მეტოქეებად ფრანგები – მუნტეანი და პერი ჰყავთ.
ესპანურ ლე ფრანკეს დელ ვალეში ასევე 60-ათასიან ტურნირზე სცდის ძალებს მარიამ ბოლქვაძე, რომელიც ძირითად ბადეში მე-3 ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში ფრანგ ოსეან დოდინთან ჭიდილი ელის.
წყვილებში ბოლქვაძე და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი ესპანელებს – არესე მატასა და ლაირონ ნავაროს გაეჯიბრებიან.
თურქულ ანტალიაში 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იუნიორთა კვოტითაა დაშვებული ანა მაქაცარია, რომელიც პირველ წრეში მე-6 განთესვის მქონე ინდოელ ჯენიფერ ლუიკჰამს ეთამაშება.

0.116159