კალათბურთი

16:26 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილი – 16, ანდრონიკაშვილი – 6

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკა ბულაშვილის “კულერედო” “ნარონს” ესტუმრა და 69:81 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ბულაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი, 10-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედოს” 17 მოგება და 9 წაგება მოუგროვდა და რეგულარული პირველობა მე-4 ადგილზე დაასრულა.
14 გამარჯვებითა და 12 მარცხით A-A ჯგუფში მე-7 პოზიციაზე გავიდა “მირაფლორეს ბურგოსი”, რომლის ღირსებასაც რატი ანდრონიკაშვილი იცავს.
მისმა გუნდმა “მონდრაგონთან” 86:93 წააგო, რატიმ კი 19 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ანდრონიკაშვილმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

0.118235