ჩოგბურთი

14:45 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე პოლონელ ტალანტთან დამარცხდა
კალაშნიკოვა მაროკოში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

გორგოძემ კვალიფიკაციის პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე სლოვაკ კატარინა კუზმოვას 6:1, 6:3 სძლია, შემდეგ კი, 17 წლის პოლონელ ტალანტ იგა სვიატეკთან, რომელიც უკვე რეიტინგის მოწინავე ასეულის წევრია, 3:6, 3:6 დამარცხდა.

მაროკოს დედაქალაქ რაბათში ასევე 250-ათასიან ტურნირში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. ის და ესპანელი ხეორხინა გარსია პერესი წყვილთა შეჯიბრის მერვედფინალში ჰოლანდიელებს – ლესლი კერკჰოვესა და ბიბიან შუფსს ეთამაშებიან.

0.113864