სხვა

13:25 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძემ მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა

ნინო სალუქვაძემ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 569 ქულით დაასრულა გამოსვლა პეკინში, მსოფლიოს თასზე, რაც 61-ე შედეგი აღმოჩნდა.

მსოფლიოს თასის ამ ეტაპის გამარჯვებული ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა გახდა 36 ქულით და მოიპოვა კიდეც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია. მეორეზე უნგრელი ვერონიკა მაიორი გავიდა 35 ქულით, ბრინჯაოს კი ბერძენი ოლიმპიური ჩემპიონი ანა კორაკაკი დაეუფლა 30 ქულით.
შეგახსენებთ რომ სალუქვაძემ პეკინში ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რაც მის კარიერაში მეცხრე თამაშები იქნება.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.113481