ფეხბურთი

3:02 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძის საგოლე პასი "ზენიტთან" (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში ჯანო ანანიძის „კრილია სოვეტოვი“ გათამაშების ლიდერ და თითქმის უკვე ჩემპიონ „ზენიტს“ ესტუმრა და უკვე 35-ე წუთისთვის 0:3 მარცხდებოდა. თუმცა, მიოდრაგ ბოჟოვიჩის გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება ტკაჩუკის დუბლის წყალობით.

მეორე გოლი, 44-ე წუთზე ტკაჩუკმა ჯანო ანანიძის პასით გაიტანა. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე მე-80 წუთამდე იმყოფებოდა. შეხვედრა კი „ზენიტმა“ 4:2 მოიგო.

„კრილიას“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 27 ქულა აქვს და პლეი-უატის ზონაშია მე-13 ადგილზე იმყოფება. სამშვიდობისთან ჩამორჩენა კი მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულაა. ამასობაში „ზენიტი“ სოლომონ კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას “ლოკომოტივს“ 8 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

0.11817