ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნეიმარმა საფრანგეთის თასის ფინალში "რენისთან" წაგების შემდეგ გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. მოედნიდან გასვლის დროს მაყურებლები პსჟ-ს ფეხბურთელებს ვიდეოს უღებდნენ, ამ დროს კი ნეიმარი ერთ-ერთ გულშემატკივართან მივიდა და მცირე შელაპარაკების შემდეგ ხელი დაარტყა.
"რენიმ" 48 წლის შემდეგ ტიტული პირველად მოიპოვა ტიტული. პსჟ-ს კი თასი ზედიზედ ოთხჯერ ჰქონდა მოგებული.