ინგლისელმა თავდამსხმელმა დანი უელბეკმა შესაძლოა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mirror-მა გაავრცელა. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება.
ფეხბურთელის მიმართ ინტერესს "ვეტ ჰემი", "ნიუკასლი" და "ევერტონი" იჩენენ. უელბეკმა გასული წლის ნოემბერში სერიოზული ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა. დანი მიმდინარე სეზონში 14 მატჩის ჩატარება მოასწრო და ხუთი გოლი გაიტანა.