კალათბურთი

0:40 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” ცსკა-სთან სერია წააგო

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვის ცსკა-სთან მე-2 საშინაო მატჩიც წააგო და ევროლიგის მეოთხედფინალური სერია 1:3 წააგო. ბასკურმა გუნდმა პირველი ტაიმი 9 ქულით მოიგო, თუმცა, მეორეში 35:53 დამარცხდა და შანსი აღარ ჰქონია.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:43 წუთში 11 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. თოკომ 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ესპანური გუნდის რიგებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარე იყო, ცსკა-ს კი კვლავაც ასევე ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა 27 ქულით.

ამგვარად, უკვე ცნობილია, რომ სწორედ ვიტორიაში დაგეგმილ “ოთხთა ფინალში” ცსკა მადრიდის “რეალს” ეთამაშება, სტამბულის “ფენერბაჰჩე” კი “ბარსელონასა” და “ანადოლუ ეფესს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.1119