ფეხბურთი

23:10 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ნეიმარი სამი მატჩით დასაჯა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" შემტევი ნეიმარი უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სამი მატჩით დასაჯა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართული შეხვედრის შემდეგ დამირ სკომინას ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით შეურაცყოფა მიაყენა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრის ბოლო წუთზე სლოვენიელმა მსაჯმა პსჟ-ს საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა, პენალტი დანიშნა და სწორედ ამ ფაქტს მოყვა ნეიმარის პოსტი.

უეფას გადაწყვეტილებით, ნეიმარი ევროტურნირების მომდევნო სამ მატჩს გამოტოვებს, შესაბამისად, სამხრეთამერიკელი პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში ვერ დაეხმარება.

0.149602