ჭადრაკი

0:14 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეების წარმატება სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე

დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ბავშვებმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე ჭადრაკში.

11 წლამდე ასაკის გოგონათა შორის პირველობა გაინაწილა ანასტასია კირთაძემ! მან 9-დან 7 ქულით I-II ადგილები გაიყო და ვერცხლის მედალს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დასჯერდა. შესანიშნავად იასპარეზა კესარიამ მგელაძემაც 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. მან 9-დან 8 ქულა დააგროვა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

9 წლამდე თანატოლებში საპრიზო ადგილები გაინაწილა დავით ნემსაძემაც და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დარჩა სამეულს მიღმა 7 წლამდე ასაკის ბიჭუნებში მოასპარეზე გაბრიელ გაბადაძე. გაბრიელმა 6,5 ქულა დააგროვა და III-IV საფეხური გაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ სამი პრიზიორი: კირთაძე, ნემსაძე და გაბადაძე საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ მანაგაძის მოსწავლეები არიან, ხოლო მგელაძე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ლეონიდ ნეურონოვის აღსაზრდელია.

ასევე ოთხივე მათგანი თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მსმენელები არიან რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები

0.133851