სხვა

21:05 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავამ თურქული ტურნირი მოიგო

ახალგაზრდა ქართველი მოფარიკავე ლუკა კაჭარავა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (Internatıonal Child Cup 2019) ჩემპიონი გახდა.

ტრადიციულ შეჯიბრში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქართველი მოზარდებიც მონაწილეობენ. დაშნით 14 წლამდე ბიჭებს შორის 115 მოფარიკავე დარეგისტრირდა. ჯგუფურ ეტაპზე ლუკამ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, შემდეგ პლეი-ოფში ყველა მეტოქე დაამარცხა, ფინალში კი მასპინძელ ეგემენ ოკტაის 15-13 სძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 20 დღის წინ ლუკა კაჭარავა ბარსელონაში Trofeu Sant Jordi-ის გამარჯვებულიც გახდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

თეგებიფარიკაობა
0.118054