ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 886 077 დოლარი) წყვილთა თანრიგის ნახევარფინალში გააღწია.
კალაშნიკოვამა და რუსმა ანა ბლინკოვამ ხორვატი დარია იურაკი და რუმინელი რალუკა ოლარუ 3:6, 6:2, 10:8 დაამარცხეს, ფინალის საგზურისთვის კი რუს ანასტასია პავლიუჩენკოვასა და ჩეხი ლუსი საფაროვას გაეჯიბრებიან.
ოქსანამა და ანამ შტუტგარტში უკვე გამოიმუშავეს 185-185 სარეიტინგო ქულა, ფინალის საგზური 305 ქულას იძლევა, ჩემპიონებს კი 470 ქულა ერგებათ.