ფეხბურთი

19:46 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

გერმანულმა „ვოლფსბურგმა“ შვეიცარიის ჩემპიონ ბერნის „იანგ ბოიზიდან“ მარჯვენა მცველი კევინ მბაბუ შეიძინა. ამის შესახებ „მგლების“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

მბაბუმ „ვოლფსბურგთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ტრანსფერის ფინანსლური დეტალები არ გახმაურებულა.

მბაბუმ, რომელიც შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელია, „იანგ ბოიზის“ ღირსება შვეიცარიის სუპერლიგი მიმდინარე სეზონში 19-ჯერ დაიცვა და 3 საგოლე პასი მიითვალა. „ვოლფსბურგს“ კი, ოფიციალურად 1-ლი ივლისიდან შეუერთდება.

0.115931