კალათბურთი

12:11 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სან ანტონიომ" ანგარიში გაათანაბრა 

"სან ანტონიომ" სერიის მექქვსე შეხვედრაში "დენვერს" 120:103 მოუგო და ანგარიში 3:3 გახადა.

მატჩის სტარტზევე ტეხასელები დაწინაურდნენ, მეორე პერიოდში "დენვერი" მატჩში პირველად ანგარიშით წინ გავიდა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმ რაც დენვერელებმა მოახერხეს. მას შემდეგ პოპოვიჩის შეგირდები ანგარიშით სულ წინ იყვნენ. საოცარი შეხვედრა ჩაატარა "დენვერის" ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელმაც გუნდს 43 ქულა, 12 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. "სან ანტონიოში" 26 ქულით, 10 მოხსნით და 5 პასით ოლდრიჯი გამოირჩა. დეროზანმა 25 ქულა ჩააგდო.
პოპოვიჩმა პლეი ოფში 283-ე შეხვედრა ჩაატარა, ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გრეგმა პატ რაილის გადაასწრო, ხოლო ყველაზე მეტი შეხვედრა პლეი ოფში ფილ ჯექსონს აქვს ჩატარებული - 333 მატჩი.
სერიის გადამწყვეი მეშვიდე შეხვედრა 27 აპრილს თბილისის დროით 07:00 საათზეა ჩანიშნული.

"სან ანტონიო" - "დენვერი" 120:103 (34:24, 30:36, 26:25, 30:18)
https://www.youtube.com/watch?v=60cP4BAOG0I

0.123733