სხვა

14:52 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მსროლელები გუნდური შეჯიბრის ფინალში ვერ მოხვდნენ

პეკინში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა მსოფლიოს თასზე პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა შორის შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც ჩვენი ქვეყნიდან ორი გუნდი ჩაება, თუმცა ფინალში ვერც ერთი მათგანი ვერ გავიდა.

ქართული გუნდებიდან უფრო უკეთ მეორე ნაკრებმა იასპარეზა, რომელშიც დედა-შვილი, 9-გზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი შედიოდნენ. მათ ჯამში 479 ქულა დააგროვეს, რაც მე-14 შედეგი აღმოჩნდა.
საქართველოს პირველ ნაკრებში ლიზი კილაძე და ლევან ქადაგიძე ისროდნენ. ეს დუეტი 472 ქულით 54 წყვილს შორის 35-ე ადგილზე გავიდა.

ფინალის 5 საგზური შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: 1. რუსეთი I - 488 ქულა (ვიტალინა ბაცარაშკინა-არტემ ჩერნოუსოვი); 2. კორეა I - 487 (ბომი კიმი-სეუნგვოო ჰანი); 3. თურქეთი - 483 (იაიდა სევაი ტარჰანი- იუსუფ დიკეცი); 4. გერმანია I - 483 (მონიკა კარჩი-მიხაელ ჰაისე); 5. ინდოეთი I - 482 (მანუ ბჰაკერი-ჩაუდჰარი საურაბი).

საქართველო 2: 193; 189, 97 - 479

ნინო სალუქვაძე: 99, 98, 49 246
ცოტნე მაჭავარიანი: 94, 91, 48 233

საქართველო 1: 187, 188, 97 - 472
ლიზი კილაძე: 94, 93, 48 235
ლევან ქადაგიძე: 93, 95, 49 237

დღეს, ჩვენები მსოფლიოს თასზე არ გამოდიან, ხვალ კი, ტურნირის დასკვნით დღეს კი ვაჟები - პნევმატურში, ხოლო ქალები სპორტულ პისტოლეტში იასპარეზებენ.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.122448