სამშენებლო კომპანია “ანაგმა” ბათუმის საფეხბურთო სტადიონის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანია ზღვისპირა ქალაქში ახალ სარბიელს უკვე მე-16 თვეა აშენებს და წინასწარი ცნობებით, მის ჩაბარებას დათქმულ ვადაზე ადრე, წლეულსვე აპირებს.
მცირე გალერეიდანაც სჩანს, რომ ბათუმის სტადიონი ძალიან ლამაზი გამოდის, ზღვის სიახლოვე კი მას განსაკუთრებულ ელფერს მატებს.