ფეხბურთი

10:57 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამპაოლი: „მესი ძალიან განიცდის არგენტინის ნაკრებში წარუმატებლობას“

არგენტინის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ჟურნალისტებს ლეო მესის ეროვნულ გუნდში თამაშის შესახებ ესაუბრა.

„მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ვწვრთნიდი. ვერ გეტყვით ისტორიაში საუკეთესოა თუ არა, მაგრამ მან 600-ზე მეტი გოლი გაიტანა და ყოველგვარი რეკორდები მოხსნა. თუმცა არგენტინის ნაკრებთან დაკავშირებით მას ხშირად აკრიტიკებენ.

მესი ჩვეულებრივი ადამიანია. არგენტინელ ქომაგსაც სურს მისი თამაშით ისეთივე სიამოვნება მიიღოს, როგორც ეს „ბარსელონაში“ ხდება. ლეო ძალიან განიცდის ეროვნულ გუნდში წარუმატებლობას, რადგან ვერ ახერხებს სათანადო ფეხბურთის ჩვენებას.“ - ციტირებს სამპაოლის სიტყვებს Goal.

0.118054