პოლონეთის ექსტაკლასაში მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გამოირჩა ლუკა ზარანდია, რომლის „არკამ“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გასავარდნი ზონა დატოვა.
ზარანდიასა და მისი თანაგუნდელების მეტოქე „ლეგნიცა“ იყო და 33-ე წუთზე ანგარიში სწორედ ჩვენებურის აქტიურობით გაიხსნა. ლუკა საჯარიმოში კარგად შევიდა, სადაც მცველი იძულებული გახდა წაექცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვინისიუსმა ზუსტად დაარტყა.
ზარანდია 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო დარჩენილ დროში „არკამ“ მეორედ გაიტანა, მოიგო, 32 ქულა დააგროვა და და გასავარდნი ზონა დატოვა.
დღესვე, პოლონეთში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო იყო. პლოცკის „ვისლამ“ „კორონა“ 2:1 დაამარცხა და ორივე გუნდს გავარდნის საშიშროება ამ ეტაპზე არ ემუქრებათ.
პლოცკელთა რიგებში 62-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე გიორგი მერებაშვილი, ხოლო „კორონას“ ჩვენებურ ფორვარდ ვატო არველაძეს 72-ე წუთიდან მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ვთქვათ ისიც, რომ სამივე გოლი იქამდე გავიდა, სანამ ქართველები თამაშში ჩაერთვებოდნენ.