ფეხბურთი

12:23 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ ნავასით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა მთლად კმაყოფილი არ ყოფილა გუნდის პოლონელი მეკარის, ვოიცეხ შჩესნის გარჯით და მადრიდის „რეალის“ კოსტარიკელი კარის დარაჯისთვის, კეილორ ნავასისთვის დაუდგამთ თვალი - წერს ესპანური Don Balon.

საქმე ის არის, რომ „რელში“ ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვინ იქნება მომავალ სეზონში მთავარი მეკარე, 32 წლის ნავასი თუ უფრო ახალგაზრდა ტიბო კურტუა.

მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი კოსტარიკელს ანიჭებს უპირატესობას. საერთოდ, მათი მეგობრობის ამბავი ცნობილია. რთულ მომენტებში „ზიზუ“ ყოველთვის ნავასის მხარეს იყო ხოლმე.

0.118065