კალათბურთი

1:15 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “უნიკახა” ვალენსიაში განადგურდა

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და უიმედო მარცხი განიცადა. მალაგელები “ვალენსიას” სტუმრობდნენ და 57:96 განადგურდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:54 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“უნიკახა” 16 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავს.

0.125768