ფეხბურთი

22:10 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ციურიხის" საუკეთესო შენაძენი" - ხარაბაძე შვეიცარიაში გამოარჩიეს

საქართველოს ნაკრებისა და „ციურიხის“ მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიის სუპერლიგის 2019 წლის ზამთრის საუკეთესო ტრანსფერებში მოხვდა. ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის „ციურიხში“ გადასვლა Sport.ch-მა გამოარჩია.

გამოცემა წერს, რომ ლევანი „ციურიხის“ საუკეთესო შენაძენი იყო გასულ ზამთარს:

„ეჭვგარეშეა, რომ ქართველი „ციურიხის“ საუკეთესო შენაძენია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში. ის ერთადერთი 19 წლის ფეხბურთელია, რომელსაც მეორე წრეში ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. გარდა ამისა, ოთხ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (1 გოლი და 3 საგოლე პასი) და შემტევი თვისებები გამოავლინა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, 19 წლის ქართველი მცველი „ციურიხს“ მიმდინარე წლის დასაწყისში „დინამო თბილისიდან“ 1.5-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდა. ჩვენებური შვეიცარიულ გუნდს ჩინებულად მოერგო და სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ხვდება.

0.112332