ფეხბურთი

23:47 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: "ვისთან არ მიმუშავია, მაგრამ ზიდანს ვერავინ შეედრება"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი მარჩელო ლიპი მიიჩნევს, რომ კარიერაში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი, რომელიც ჰყავდა, ზინედინ ზიდანი იყო. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დარწმუნებულია, რომ მას ვერავინ შეედრებოდა.

„ბევრ ჩემპიონთან მიმუშავია, დელ პიერო, ნედვედი, მაგრამ პირველ ადგილში ზინედინ ზიდანს ვერავინ შეეცილება. მსგავს ფეხბურთელთან არასდროსმიმუშავია“, - თქვა ლიპიმ.

შეგახსენებთ, მარჩელო ლიპი და ზინედინ ზიდანი ერთად ტურინის „იუვენტუსში“ 1996-1999 წლებში მუშაობდნენ.

0.112514