ფეხბურთი

16:44 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მსგავსი განცდა არასდროს მქონია" - რონალდოს დღესასწაული "ოცნებების თეატრში" (+VIDEO)

ბრაზილიელი რონალდოს კარიერაში არაერთი დაუვიწყარი თამაში და დღე ჰქონია, მაგრამ 2003 წლის 23 აპრილი "ფენომენისთვის" ყოველთვის გამორჩეული იქნება.

ზუსტად 16 წლის წინ, "ოლდ ტრაფროდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ეწვია. მადრიდში, ესპანელებს 3:1 მოეგოთ და ინგლისში კომფორტული უპირატესობით ჩავიდნენ. თუმცა, რომ არა რონალდო, "სამეფო კლუბი" იმ დღეს შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა.

ლეგენდარული ბრაზილიელი "ოცნებების თეატრში" შეუჩერებელი იყო და ფაბიენ ბარტეზი სამჯერ დააწმუხრა. იმ სეზონში ფინალი სწორედ მანჩესტერში უნდა ჩატარებულიყო და ამიტომ, სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს იქამდე მისვლის განსაკუტრებული მოტვიაცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა და მიუხედავად იმისა, რომ რონალდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა "მანჩესტერის" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიღმა დატოვა, "ოლდ ტრაფორდის" ბრძენ პუბლიკას არაფერი შეშლია - სამხრეთ ამერიკელი აპლოდსიმენტებით გააცილეს.

"როდესაც მოედანი დავტოვე, ხალხი ფეხზე წამომიდგა და ტაში დამირკა. ეს ერთადერთი და განსაკუთრებული მომენტი იყო, მსგავსი რამ არასდროს განმიცდია", - გაიხსენებს მოგვიანებით რონალდო.

0.073788