2012-2013 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "დორტმუნდმა" მადრიდის "რეალი" ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა. გერმანელთა წარმატებაში მთავარი როლი პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ითამაშა, რომელმაც "სამეფო კლუბის" კარი ოთხჯერ დალაშქრა.
ამ გუნდთა პირველი დაპირისპირება ზუსტად 6 წლის წინ, 24 აპრილს, "სიგნალ იდუნა პარკზე" შედგა. იურგენ კლოპის "დორტმუნდმა" ის თამაში 4:1 მოიგო და ფინალისკენ ძალიან მყარი ნაბიჯი გადადგა.
საინტერესოა, რომ ოთხივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ მიითვალა და კარიერაში გამორჩეული თამაში ჩაატარა.