ჩოგბურთი

14:27 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დევიძე ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

33 წლის ქართველი ჩოგბურთელი სალომე დევიძე აშშ-ში, ოსპრეისის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

დევიძე, რომელიც 15 წლის წინ მსოფლიოს 254-ე ჩოგანი იყო, ამჟამად, ვტა-ს რეიტინგში 664-ეა. ის კვალიფიკაციის პირველ რაუნდში მასპინძელ მერი კლოსს გაეჯიბრა და 6:1, 4:6, 8:10 დამარცხდა.

0.126495