ფეხბურთი

2:47 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ოლდ ტრაფორდის" არ გვეშინია"

ინგლისური "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩისწინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის გუნდს "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის არ ეშინია.

"ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ გუნდის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის არ ეშინია. ადრე უფრო რთული იყო, მაგრამ ახლა "სიტის" ხარისხის გაზრდის წყალობით დერბი უფრო თანაბარი გახდა. ამ სამი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ "იუნაიტედზე" უკეთ ვთამაშობთ. სულშერი? მე კარგად მესმის მისი, დრო სჭირდება", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, მანჩესტერული დერბი დღეს "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართება. "სიტი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს და იგივე სიტუაციაშია "იუნაიტედიც", რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული.

0.110888