ფეხბურთი

23:59 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

7 წამი და გოლი: შეინ ლონგი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა

"საუტთჰემპტონის" თავდამსხმელი შეინ ლონგი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. ირლანდიელმა ფეხბურთელმა "უოტფორდის" კარში გოლი მეშვიდე წამზე გაიტანა და ეს პრემიერლიგის რეკორდია.

აქამდე, ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი გოლი 2000 წელს, "ტოტენჰემის" მცველმა ლედლი კინგმა "ბრედფორდის" კარში მე-10 წამზე გაიტანა. კინგმა კი მისი რეკორდი სამი წამით 19 წლის შემდეგ გააუმჯობესა.

"საუთჰემპტონს" კიდევ ერთი საინტერესო რეკორდი უკავშირდება - 2015 წლის მაისში, "წმინდანების" ფეხბურთელი სადიო მანე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა. ამჟამად "ლივერპულის" სენეგალელმა შემტევმა ბირმინგემელთა კარში სამი გოლის გასატანად 2 წუთი და 56 წამი იკმარა.

0.112051