"ფინიქს სანსის" ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გაანთავისუფლა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
კოკოშკოვმა "ფინიქსი" 2018 წლის მაისში ჩაიბარა. 2018/19 წლების სეზონში ფინიქსელებმა 82 შეხვედრიდან, მხოლოდ 19 მოიგეს. როგორც ჩანს ხელმძღვანელობამ კლუბის კრახი კოკოშკოვს დააბრალა და გუნდიდან გაუშვა.