ფეხბურთი

22:43 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის შესანიშნავი ჯარიმა და შოთა არველაძის გუნდის პირველი მარცხი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი მარცი განიცადა შოთა არველაძის "ფახთაქორმა", რომელიც D ჯგუფის მეოთხე ტურში ყატარულ "ალ სადს" ეწვია და 87-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგო (1:2).

"ალ სადის" რიგებში გამორჩეული იყო ლეგენდარული ჩავი ერნანდესი, რომელმაც მეცხრე წუთზე შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში გახსნა. უზბეკურმა გუნდმა პირველივე ტაიმში გაათაბრა, მაგრამ 87-ე წუთზე მცველი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს შეცდა და ჩავი მეკარესთან პირისპირ ბუნეჯა დატოვა, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჩავიმ შოთა არველაძის გუნდს უზბეკეთშიც გაუტანა, როდესაც მატჩი 2:2 დასრულდა.

"ფახთაქორი" 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მესამე ადგილზეა, მაგრამ ჯგუფში ძალიან დაძაბული ვითარებაა, რადგან "პერსეპოლისი" ბოლო ადგილზე 4 ქულითაა, "ალ სადი" 7 ქულით ლიდერია, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "ალ აჰლს" 6 ქულა აქვს.

0.134663