ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) სასტარტო მატჩი ჩაატარა და წყვილთა თანრიგის ეგიდით მარცხი განიცადა.
ბასილაშვილი და მოლდოველი რადუ ალბოტი გერმანელებს – კევინ კრავიეცსა და ანდრეას მიესს გაეჯიბრნენ და 3:6, 3:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ერთეულთა ბადეში მე-4 ნომრად არის განთესილი და მერვედფინალში გერმანელ პეტერ გოიოვჩიკთან დაპირისპირება ელის.